მსოფლიო-2018: დანია და საფრანგეთი მერვედფინალში არიან

დანიის და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. დანიის და საფრანგეთის ნაკრებებმა შეხვედრა ფრედ დაასრულეს და რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდნენ.

С ჯგუფის შეხვედრა, რომელიც სამშაბათს მოსკოვის სტადიონზე „ლუჟნიკი“ შედგა, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

Футбол. ЧМ-2018. Матч Дания - Франция

ფრანგებმა, რომლებმაც პლეი-ოფში გასვლა მანამდე გაინაღდეს, ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით დაიკავეს, დანიელები 5 ქულით მეორე ადგილზე არიან.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო >>

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.