ტრაგედია ბათუმში: ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

დასვენება ზღვაზე ახალგაზრდისთვის ტრაგედიით დასრულდა.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო ბათუმის იახტ-კლუბის ტერიტორიაზე, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

27 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა 10 მეტრის სიღმიდან ამოიყვანეს. თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა წყალში გუშინ, საღამოს შევიდა, ნაპირიდან შვიდი-რვა მეტრის მოშორებით გაცურა, მაგრამ შემდეგ უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

ნასვამი იყო თუ არა მამაკაცი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა", რაც ისჯება სამ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.