როცა გარეთ წვიმს ან მცხუნვარე მზეა, ხოლო ხელები დაკავებული გაქვთ, იაპონური ქოლგა-დრონი სწორედ რომ მისწრებაა. ნახეთ ვიდეო, როგორ გამოიყურება და მუშაობს იაპონელი ინჟინრების გამოგონება.
ქოლგა-დრონი დაახლოებით 5 კგ-ს იწონის, დატენვის გარეშე 20 წუთი მუშაობს, აღჭურვილია ვიდეოკამერით, რომლის წყალობითაც სხვა ადამიანთან არ გაფრინდება.
„მოლივლივე ქოლგა“ 2019 წელს გამოვა გაყიდვაში და დაახლოებით 275 დოლარი ეღირება.