აბაშაში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოყირავდა

გავრცელებული ინფორმაციით, არც ერთ მგზავრს სერიოზული დაზიანება არ მიუღია
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. სენაკის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი აბაშაში, სოფელ  საბოკუჩაოს ტერიტორიაზე ამოყირავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი თხრილში გადავარდა. არც ერთ მგზავრს სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.