იტალიაში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი დააკავეს

საქართველოს მოქალაქე იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. იტალიის დედაქალაქ რომში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე  კარაბინიერებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის ბინიდან ძვირფასი ნივთების გატანას ცდილობდა.

სამართალდამცველები ბინის მეპატრონემ, 68 წლის პენსიონერმა გამოიძახა. როგორც მან განაცხადა, სახლის კარი ღია დახვდა, შიგნიდან კი საეჭვო ხმები ისმოდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა კარაბინიერებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. მას თან მოპარული ნივთები და კარის საკეტის გასატეხი ხელსაწყოები აღმოაჩნდა.

ამჟამად საქართველოს მოქალაქე  წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. როგორც გამომძიებლები ამბობენ, ის ადრეც იყო დაკავებული ანალოგიურ დანაშაულზე და იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.