მზიურის პარკში Tbilisi Color Fest 2018 გაიმართა — ფერების ფესტივალი. ბოლო წლებში ეს გასართობი ღონისძიება ტრადიციულად იქცა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტა ფესტივალიდან.
საქართველოში ყველაზე კაშკაშა ფესტივალი, რომლის მონაწილეებიც ერთმანეთს ფერადი ფხვნილებით, სანელებლებითა და საღებავებით „ამკობდნენ“, წელს სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა.