ირმა სოხაძემ თბილისში ახალი საბავშვო მიუზიკლი წარადგინა

ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ირმა სოხაძემ მოგვითხრო, რას ასწავლის ბავშვებს თავის სტუდიაში „მხიარული ნოტები“
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ირმა სოხაძემ დადგა საბავშვო მიუზიკლ „ქალაქი-ზღაპრის“ გაგრძელება. მომღერალი მუსიკალური სპექტაკლის სცენარის ავტორია და დამდგმელი რეჟისორიც.

Детский мюзикл "Город-сказка 3"

„ეს უკვე რიგით მესამე მიუზიკლია, რომელსაც ჩემი სტუდია „მხიარული ნოტების“ მოსწავლეები წარადგენენ. ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან, სწავლობენ სიმღერებს, ლექსების ნაწილს მე თვითონ ვწერ. რეპეტიციებს მთელი მონდომებით გავდივართ და შემდეგ მაყურებელს ვაჩვენებთ“, — უამბო ირმა სოხაძემ „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს.
მიუზიკლის მესამე ნაწილის პრემიერა თბილისში, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა. პირველი ორი ნაწილი 2014 და 2016 წლებში დაიდგა.

Певица Ирма Сохадзе после показа детского мюзикла "Город-сказка 3" в театре

ქალაქ-ზღაპარში შეიკრიბნენ ყველა ბავშვისათვის საყვარელმა ჯადოსნური გმირები: მალვინა, ბურატინო, კარაბას ბარაბასი, პრინცესა ჟასმინი, ჩებურაშკა და სხვები.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ცოცხლად იმღერონ. სწორედ ამას ვასწავლით მათ. სიმღერისგან, მუსიკისგან და იმისგან, რასაც აკეთებ, სიამოვნება უნდა მიიღო“, — გამოგვიტყდა სოხაძე.

Детский мюзикл "Город-сказка 3"

ირმა სოხაძის სტუდია „მხიარული ნოტები“ უკვე 13 წელია არსებობს. თეატრ-სტუდიაში 3-დან 20 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს ასწავლიან სამსახიობო ოსტატობას, სასცენო მეტყველებას, ვოკალს და ქორეოგრაფიას.