თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. გორის საავტომობილო გვირაბში 25 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, მარჯვენა მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოძრაობა იკრძალება ღამის 01:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით.
„დროის ამ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
27 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.
ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით, ნათქვამია განცხადებაში.