დაპირისპირება თბილისის ცენტრში: მოზარდი შუშის ნატეხებით დაჭრეს

შემთხვევა გუშინ ღამით, ლეო ქიაჩელის ქუჩაზე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისში 16 წლის მოზარდი მინის ნატეხით დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გუშინ ღამით, ლეო ქიაჩელის ქუჩაზე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაშავებული ინგოროყვას კლინიკაში გუშინ ღამით მიიყვანეს და ამ დრომდე ის საავადმყოფოში რჩება. მას დაზიანებები მხრის და ფეხის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

რუსთავში შვიდი წლის გოგონა დაჭრეს

ოფიციალური ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი შუშის ნატეხებით დაჭრეს. ახალგაზრდები ერთ-ერთ ბარში იმყოფებოდნენ. იქიდან გამოსვლის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთი არასრულწლოვანი დაიჭრა.

ამ ეტაპზე დამნაშავე დაკავებული არ არის.

გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით („ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება“), რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.