ნადირაძე: ვიფიქრე, ახლა ამას საბოლოოდ გავბანტავ და მერე მივატოვებ-მეთქი

კარდიოლოგი ნინო ნადირაძე შეყვარებულობის პერიოდს იხსენებს.
Sputnik

„მიჩვეული ვიყავი, რომ ყურადღება უნდა მოექციათ. გუგა კი მაქცევდა ყურადღებას, მაგრამ ისე არა, როგორც მე მინდოდა. სულ ამუხრუჭებდა, ბოლომდე არ გაერთხა ფეხქვეშ. ვფიქრობდი, ახლა ამას საბოლოოდ გავბანტავ და მერე მივატოვებ–მეთქი. მაგრამ რაღაცნაირად ჭკუა იხმარა“, – იხსენებს ნინო ნადირაძე.

ნინო ნადირაძეს და ცნობილ პლასტიკურ ქირურგს გუგა კუზანოვს 23-წლიანი ოჯახი აქვთ. წყვილს ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს – ბაია და ივა კუზანოვები.