მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში – ხორვატიამ არგენტინას დიდი ანგარიშით მოუგო

ხორვატიამ, რომელმაც მეორე გამარჯვება მოიპოვა, მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ხორვატიის ნაკრებმა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში არგენტინის ნაკრებს დიდი ანგარიშით მოუგო — 3:0.

გოლები გაიტანეს ანტე რებიჩმა (53-ე წუთი), ლუკა მოდრიჩმა (80) და ივან რაკიტიჩმა (90+).

Футбол. ЧМ-2018. Матч Аргентина - Хорватия

ხორვატიის ნაკრებს ორი მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს არ ჩამოსცდება, რაც მას 1/8 ფინალში საგზურის გარანტიას აძლევს. არგენტინის ნაკრებს აქტივში ერთი ქულა აქვს.

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.