ნიგერიის ნაკრებმა ისლანდიელებს მოუგო და პლეი-ოფის შანსები შეინარჩუნა

ორივე გოლი კუნძულელთა კარში რუსეთის ЦСКА-ს ყოფილმა ფეხბურთელმა მუსამ გაიტანა
Sputnik

თბილისი, 22 თბილისი — Sputnik.ნიგერიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში D ჯგუფის მატჩში ისლანდიის გუნდს ანგარიშით 2:0 მოუგო.

ორივე გოლი კუნძულელთა კარში 49-ე და 75-ე წუთებზე რუსეთის ЦСКА-ს ყოფილმა ფეხბურთელმა მუსამ გაიტანა.

Футбол. ЧМ-2018. Ахмед Муса (Нигерия) в матче группового этапа чемпионата мира по футболу между сборными Нигерии и Исландии

მანამდე ამ ჯგუფში ხორვატიის ნაკრებმა არგენტინელები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო >>

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.