ბრაზილიის ნაკრებმა კოსტა-რიკას დამატებულ დროში მოუგო

ორივე გოლი ბრაზილიელებმა დამატებულ დროში გაიტანეს
Sputnik

თბილისი, 22 თბილისი — Sputnik. ბრაზილიის ნაკრებმა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში E ჯგუფის მეორე ტურის მატჩში კოსტა-რიკას გუნდს მოუგო ანგარიშით 2:0.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში გოლები გაიტანეს ფილიპე კოუტინიომ (90+1) და ნეიმარმა (90+7).

აღსანიშნავია, რომ 79-ე წუთზე არბიტრების ვიდეოდახმარების სისტემის გამოყენების შედეგად რეფერიმ კოსტა-რიკელთა კარში დანიშნული პენალტი გააუქმა.

Футбол. ЧМ-2018. Матч Бразилия - Коста-Рика

ბრაზილიის ნაკრების ანგარიშზეა ოთხი ქულა, კოსტა-რიკას გუნდს ჯერჯერობით ქულები არ აქვს. ამ გუნდების მეტოქეები – სერბეთისა და შვეიცარიის ნაკრებები ერთმანეთს მეორე ტურში პარასკევს მოგვიანებით შეხვდებიან.

ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩში ბრაზილიის ნაკრები 27 ივნისს მოსკოვში სერბეთს დაუპირისპირდება, კოსტა-რიკის ნაკრები იმავე დღეს ნიჟნი ნოვგოროდში შვეიცარიის გუნდს შეხვდება.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო >>

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.