იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გამოძიების ცნობით, ორივე მამაკაცი ქურდობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი.
Sputnik

თბილისი, 22 თბილისი — Sputnik. იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

იტალიური მასმედიის ცნობით, მონსუმანოს კომუნაში 30 წლის მამაკაცი მაღაზიიდან ალკოჰოლური სასმელის მოპარვას ცდილობდა, რა დროსაც გამყიდველმა შენიშნა.

არსებული ინფორმაციით, დამნაშავემ გაქცევა სცადა, თუმცა ის მაღაზიაში მყოფმა პოლიციელმა დააკავა.

წერეთლის გამზირზე მაღაზია „მეგატექნიკა" გაქურდეს

გამოძიების ცნობით, საქართველოს მოქალაქე ქურდობაზე ადრეც იყო ნასამართლევი. გარდა ამისა, იტალიის ტერიტორიაზე მისი ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი ვადაგასული აღმოჩნდა.

დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

მეორე, 28 წლის ქართველი მამაკაცი იტალიის ქალაქ ბარიში ბინის გაქურდვის მცდელობისას დააკავეს. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. 

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ხელსაწყო და ათობით გასაღები, რომლითაც მამაკაცი ბინების საკეტების გახსნას და სახლებში შეღწევას ახერხებდა.

გამოძიების ცნობით, საქართველოს მოქალაქე ქურდობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი.