ტყუპების ცემის გამო ძიძას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება

ექვსი თვის ტყუპების მშობლებმა ვიდეოსათვალთვალო კამერის მეშვეობით დაადგინეს, რომ ძიძა მათ შვილებს სცემდა
Sputnik

თბილისი, 22 თბილისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 46 წლის ძიძას ირინა ტაბატაძეს, რომელსაც 6 თვის ასაკის ტყუპების მიმართ ძალადობა ედება ბრალად, იუწყება ტელეარხი Imedi.

ქალებს საქართველოში უმეტესად ოჯახური კონფლიქტების საფუძველზე კლავენ >>

ბავშვების მშობლებს ეჭვი შეეპარათ და მათ 13 ივნისს სახლში ვიდეოკამერა დაამონტაჟეს, რომელმაც ძიძის სისასტიკე დააფიქსირა. ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ ურტყამს ძიძა ბავშვებს სახისა და თავის არეში.

მაგდა პაპიძემ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა

ტაბატაძე ოჯახში ბავშვების დაბადების მომენტიდან მუშაობდა.

გამოძიების მონაცემებით, ქალი სისტემატურად სცემდა ბავშვებს.

სასამართლო სხდომაზე ტაბატაძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ინანიებს ჩადენილს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ძიძას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.