საფეხბურთო შოუ: არგენტინისა და ხორვატიის გულშემატკივრებმა სანაპიროზე ფეხბურთი ითამაშეს

Sputnik

არგენტინელმა და ხორვატმა გულშემატკივრებმა, რომლებიც ნიჟნი ნოვგოროდში ჩავიდნენ საკუთარი ნაკრებების მსოფლიო ჩემპიონატზე საქომაგოდ, პლაჟზე ფეხბურთი ითამაშეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ამხანაგური მატჩის კადრები.

ხუთშაბათს სტადიონ "ნიჟნი ნოვგოროდზე" არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი გაიმართა. ხორვატმა ფეხბურთელებმა არგენტინელები დაამარცხეს ანგარიშით 3:0.

1 / 12
ხორვატიისა და არგენტინის გულშემატკივრებმა ნიჟნი ნოვგოროდში მატჩი გამართეს
2 / 12
ხორვატი და არგენტინელი გულშემატკივრების ამხანაგური შეხვედრის დროს ჩირლიდერმა გოგონებმა სანახაობრივი წარმოდგენა გამართეს
3 / 12
ბევრ გულშემატკივარს მატჩის დროს საყვარელი გუნდის ცნობილი მოთამაშის მაისური ეცვა
4 / 12
მოთამაშე გულშემატკივრებმა პლაჟზე ბურთისათვის ნამდვილი ბრძოლა გამართეს
5 / 12
მატჩის დროს გულშემატკივრებს შორის ამხანაგური გარემო და მხიარულება სუფევდა
6 / 12
პლაჟზე თამაშის დროს ქომაგებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან შეხვედრას 3:0 ანგარიშით წააგებდა
7 / 12
გულშემატკივრებმა ნიჟნი ნოვგოროდის ქვიშიან სანაპიროზე ნამდვილი საფეხბურთო დღესასწაული მოაწყვეს. მართალია, ხორვატებმა წააგეს, თუმცა ისინი, ალბათ, გოგონებს უფრო უყურებდნენ, ვიდრე ბურთს
8 / 12
არგენტინელებმა ამხანაგურ შეხვედრაში ხორვატები გაანადგურეს ანგარიშით 7:1. ხორვატი ქომაგები ბურთისათვის ბოლომდე იბრძოდნენ, თუმცა უშედეგოდ. სამაგიეროდ მოგვიანებით მათმა ნაკრებმა არგენტინის გუნდი დაამარცხა
9 / 12
ორი ნაკრების ქომაგთა შეხვედრის დროს მოედანზე სამი ასეთი მესი აღმოჩნდა - შესაძლოა არგენტინელ გულშემატკივრებს ესეც კი დაეხმარათ გამარჯვებაში
10 / 12
როგორც გაირკვა, ქომაგთა ამხანაგური მატჩები რეგულარულად იმართება. მაგალიტად, ხორვატმა გულშემატკივრებმა უკვე გამართეს შეხვედრები ესპანეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის გულშემატკივრებთან
11 / 12
მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთის 11 ქალაქში მიმდინარეობს
12 / 12
ნიჟნი ნოვგოროდში ჯგუფური ეტაპის ოთხი თამაში იმართება, ასევე 1/8 ფინალისა და 1/4 ფინალის თითო თამაში