თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. დანიისა და ავსტრალიის ნაკრებებმა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე С ჯგუფის მეორე ტურის მატჩი ფრედ – 1:1 დაასრულეს.
დანიელებმა გოლი მეშვიდე წუთზე გაიტანეს. გოლის ავტორია კრისტიან ერიქსენი. ხოლო ავსტრალიელებმა ანგარიში 38-ე წუთზე პენალტით გაათანაბრეს. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა VAR-ის სისტემის გამოყენების შემდეგ დაინიშნა. გოლი მილე ედინაკმა გაიტანა.
შემდეგ მატჩში, 26 ივნისს ავსტრალიის ნაკრები პერუს გუნდს შეხვდება, ხოლო დანიის – საფრანგეთის.
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება.