დრონები ქალების ნაცვლად: უკიდურესად უცნაური მოდების ჩვენება საუდის არაბეთში

Sputnik

საუდის არაბეთში გამართულმა უკიდურესად უცნაურმა მოდების ჩვენებამ სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 

საუდის არაბეთის ელიტურ სასტუმრო „ჯიდაში“ გამართულ ჩვენებაზე კაბებს წარმოადგენდნენ არა მოდელები, არამედ… დრონები.

უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებზეც კაბები საკიდებით იყო დამაგრებული, მონოტონური ზუზუნით დაჰქროდნენ პოდიუმზე და დამსწრეებს ახალ კოლექციას აცნობდნენ.