სამცხე-ჯავახეთი: შოთა რუსთაველის სამშობლო

Sputnik

სამცხე-ჯავახეთი — ქართველი ერის დიდი შვილის შოთა რუსთაველის სამშობლო, მხარე, რომელიც პოეტმა აღწერა უკვდავ პოემაში "ვეფხისტყაოსანი".

სამცხე-ჯავახეთი საქართველოს სამხრეთში მდებარეობს, ესაზღვრება სომხეთსა და თურქეთს. მხარის მთავარი ღირსშესანიშნაობები კლდეში ნაკვეთი გამოქვაბული ქალაქი ვარძია, რაბათის უძველესი ციხე და კურორტი ბორჯომია ცნობილი მინერალური წყლით. სამცხე-ჯავახეთს ფოტოაპარატით ეწვია Sputnik-ის კორესპონდენტი ბესიკ ფიფია.

1 / 20
სამცხე-ჯავახეთი - ქართველი ერის დიდი შვილის, შოთა რუსთაველის სამშობლო, მხარე, რომელიც პოეტმა უკვდავ პოემაში "ვეფხისტყაოსანი" აღწერა
2 / 20
სამცხე-ჯავახეთი საქართველოს სამხრეთშია განთავსებული, ესაზღვრება სომხეთსა და თურქეთს
3 / 20
მხარის გავლით გადის ხაშური-ბორჯომი-ახალციხე-ახალქალაქის მნიშვნელოვანი საავტომობილო გზა, ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მშენებლობაც
4 / 20
მხარის დასახლება 200 000 ადამიანზე მეტია. კლიმატი აქ საკმაოდ მკაცრია, ზამთარში ტემპერატურა ხანდახან მინუს 40 გრადუსამდე ეცემა. ეკონომიკის ძირითადი საფუძველი სასოფლო მეურნეობაა: ხორცისა და რძის წარმოება, მწვანილისა და კარტოფილის მოყვანა
5 / 20
ხიდი-ვაგონი მტკვარზე
6 / 20
საქართველოს ლეგენდა - ხერთვისის ციხე, აშენდა ჯერ კიდე ანტიკურ დროში, მდებარეობს მტკვრისა და ფარავნის შეერთების ადგილთან
7 / 20
თიბვა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი
8 / 20
აგურების ფორმაზე გამომშრალ ნაკელს ჩალასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა ზამთარში საწვავის სახით იყენებს შენობების გასათბობად
9 / 20
კალმახის საწარმო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი
10 / 20
XII - XIII საუკუნეების კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, ვარძია
11 / 20
მტკვრის მარცხენა სანაპიროს გაყოლებაზე 900 მეტრის მანძილზე ერუშეთის მთის კლდოვან კედელში 600-მდე ნაგებობაა გამოკვეთილი: ეკლესიები, სალოცავები, საცხოვრებელი კელიები, საკუჭნაოები, აბაზანები, სატრაპეზოები, სახაზინოები, ბიბლიოთეკები
12 / 20
ახალციხე - სამცხე-ჯავახეთის ყველაზე დიდი ქალაქი
13 / 20
გოგონები ახალციხეში
14 / 20
ახალციხის ძველ ნაწილში რაბათის უძველესი ციხეა განთავსებული, რომელიც 7 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს
15 / 20
ციხე ქართული გვარის, ჯაყელის შთამომავლების მიერ XII საუკუნეში აიგო. XVI საუკუნის ბოლოს ოსმალური იმპერიის მმართველობაში აღმოჩნდა. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ რაბათ 1829 წელს საქართველოს დაუბრუნდა, რომელიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა
16 / 20
დღეს რაბათი არის ქალაქი ქალაქში. კომპლექსში ისტორიული ციხეების, კოშკების, ეკლესიების, კელიებისა და მეჩეთების გარდა სხვადასხვა ტიპის თანამედროვე დაწესებულებებიც არის. ისეთები, როგორებიცაა ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, რესტორანი, კაფე, სუვენირების მაღაზია, მუზეუმი, ქორწინების სასახლე, ღვინის მარანი და სხვა მრავალი
17 / 20
2011-2012 წლებში ციხის მასშტაბური რეკონსტრუქცია ჩატარდა, რომელიც რესტავრაციის შემდეგ ტურისტულ-ექსკურსიულ ობიექტად იქცა
18 / 20
ფანჩატური, რაბათის ციხე, ახალციხე
19 / 20
ქალაქი ბორჯომი. ხედი საბაგირო გზის უმაღლესი წერტილიდან
20 / 20
მინერალური წყლის "ბორჯომი" მთავარი წყარო ქალაქის პარკის ტერიტორიაზეა განთავსებული