მამუკა ბახტაძე: წამლების ადგილობრივი მწარმოებლები დღგ-სგან უნდა გათავისუფლდნენ

წამლების ადგილობრივი მწარმოებლები დღგ-ის გადასახადისგან უნდა გავათავისუფლოთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
Sputnik

„ჩვენ მივიღეთ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც საქართველო გახადა იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანა. მაგალითად, დღეს ფარმაციის იმპორტიორები იხდიან უფრო ნაკლებ გადასახადს, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები და, რა თქმა უნდა, ეს სრულიად მიუღებელია“, — განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, უახლესი კვლევებით ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის ხარჯების ძალიან დიდი ნაწილი წამლების შესყიდვაზე მიდის.