როგორ არჩევს მერია ინვესტორს ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩასანაცვლებლად

თბილისის მერია ე.წ.„ხრუშოვკების“ ჩანაცვლებას ვარკეთილიდან იწყებს და უკვე გამოცხადებულია შესაბამისი ტენდერიც.
Sputnik

„გამარჯვებული იმის მიხედვით გამოვლინდება, ვინც უფრო დიდ ფართს გადმოსცემს მუნიციპალიტეტს“, – განუცხადა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“.

ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. მერიის განცხადებით, საპილოტე პროექტად ვარკეთილი იმიტომ შეირჩა, რომ იქ ამ პროექტის ყველაზე ბევრი დაზიანებული სახლია.