საზაფხულო კინოთეატრი და ველობილიკი: „წითელი ბაღის“ რეაბილიტაცია იწყება

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკი მთლიანად განახლდება
Sputnik

თბილისი, 20 იავნისი — Sputnik. თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაზე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (ე.წ. წითელი ბაღი), რომელიც ყაზბეგის გამზირზე მდებარეობს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ახალი პარკების მოწყობას იწყებს >>

ქალაქის მერის თქმით, ტენდერი 25 ივნისს დასრულდება. სარემონტო სამუშაოები პარკში, რომლის ფართობი დაახლოებით, 35 ათას კვადრატული მეტრის ტერიტორიას მოიცავს, მიმდინარე წელს განხორციელდება.

„პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ორი საბავშვო სათამაშო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, „დეკის“ ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინო-თეატრი და დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად“, — განაცხადა კალაძემ. 

გარდა ამისა, პარკის გარშემო 700-მეტრიანი ველობილიკიც მოეწყობა. აღდგენითი სამუშაოები ხუთ თვეში დასრულდება.

გასულ კვირაში კახა კალაძემ თავის მოადგილე მაია ბითაძეს 12 დიდი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების მომზადება დაავალა. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში თბილისის მერია დედაქალაქში ორი ახალი პარკის მოწყობას გეგმავს.