მსოფლიო-2018: იაპონიის ნაკრებმა კოლუმბიელები დაამარცხა

მატჩის მესამე წუთიდან კოლუმბიის ნაკრები უმცირესობაში თამაშობდა.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik.იაპონიის ნაკრებმა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე H ჯგუფის მატჩში კოლუმბიის გუნდს მოუგო ანგარიშით 2:1.

გამარჯვებული გუნდიდან გოლები გაიტანეს სინძი კაგავამ (მე-6 წუთი, პენალტი) და იუია ოსაკომ (73). კოლუმბიელთა გოლის ავტორია ხუან კინტერო (39).

Футбол. ЧМ-2018. Матч Колумбия - Япония. Вратарь Эйдзи Кавасима (Япония) пропускает гол в ворота

კოლუმბიის ნაკრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში უმცირესობაში თამაშობდა: მე-3 წუთზე საჯარიმოში ხელით თამაშის გამო წითელი ბარათი მიიღო ნახევარმცველმა კარლოს სანჩესმა, რის შემდეგაც პენალტი დაინიშნა.

თამაშს იაპონიის პრინცესა ჰისაკო ტაკამადო ესწრებოდა. ის საპატიო სტუმრების ლოჟაში იმყოფებოდა და მის წინ იაპონიის დროშა ეკიდა.

Футбол. ЧМ-2018. Матч Колумбия - Япония. Хамес Родригес (Колумбия)

მომდევნო მატჩში 24 ივნისს იაპონიის ნაკრები ეკატერინბურგში სენეგალის გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო კოლუმბიის ნაკრები იმავე დღეს ყაზანში პოლონეთის გუნდს შეხვდება.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო >>

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.