თბილისი, 19 ივნისი — Sputnik.სენეგალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში Н ჯგუფის მატჩში პოლონეთის გუნდს ანგარიშით 2:1 მოუგო.
საკუთარ კარში ბურთი 37-ე წუთზე შეაგდო პოლონეთის ნაკრების მცველმა ტიაგო სიონეკმა, კიდევ ერთი ბურთი პოლონელთა კარში მბაი ნიანგმა გაიტანა (60). პოლონეთის ნაკრებში თავი გამოიჩინა გჟეგოჟ კრიხოვიაკმა (86).
სენეგალის ნაკრები 24 ივნისს მეორე ტურში ეკატერინბურგში იაპონელებს დაუპირისპირდება, ხოლო პოლონეთის გუნდი იმავე დღეს ყაზანში კოლუმბიელებს შეხვდება.
Мбай Ньянг (Сенегал) в матче группового этапа чемпионата мира по футболу между сборными Польши и Сенегала на стадионе "Спартак" в Москве
© photo: Sputnik / Anton Denisov
/ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.
მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.