ინგლისის ნაკრებმა ტუნისის გუნდს მოუგო

ინგლისის ნაკრებმა დამატებულ დროში მოიგო.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ინგლისის ნაკრებმა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფის მატჩში ტუნისთან მოიგო ანგარიშით 2:1.

Футбол. ЧМ-2018. Матч Тунис - Англия

ინგლისის გუნდში თავი გამოიჩინა ჰარი კეინმა (მე-11 წუთი და 90+1), ტუნისის ნაკრებიდან ფერტანი სასიმ გაიტანა (35-ე წუთი, პენალტი).

მანამდე ორშაბათს G ჯგუფში ბელგიამ პანამას მოუგო ანგარიშით 3:0.

Футбол. ЧМ-2018. Матч Тунис - Англия

ჯგუფური ეტაპის მომდევნო ტურში 23 ივნისს მოსკოვში „სპარტაკის“ სტადიონზე ტუნისის ნაკრები ბელგიელებს დაუპირისპირდება, ხოლო ინგლისელები 24 ივნისს ნიჟნი ნოვგოროდში პანამას შეხვდებიან.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო >>

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.