მუსიკოსები ავსტრიიდან თბილისს „ღამის კოშმარით“ შეაზანზარებენ

კოლექტივი ვენიდან საკუთარ სტილს აღწერს როგორც რაღაც საშუალოს „ინდასტრიალის უმოწყალო და პროვოკაციულ ძალასა და ტექნოს დამანგრეველ ძალას შორის“.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. მაყურებელი თბილისში პირველად ნახავს Nachtmahr-ის გამოსვლას — ეს არის ავსტრიელი კომპოზიტორის, მუსიკოსის, მომღერლის და პროდიუსერის ტომას რაინერის სოლო ელექტრო/ინდასტრიალ პროექტი, რომელიც 2007 წელს შეიქმნა, იუწყებიან ორგანიზატორები.

Cigarettes After Sex! – თბილისელებს მელანქოლიური მუსიკა ელოდებათ >>

გამოსვლა ვაკის პარკში 23 ივნისს, საღამოს ღია ცის ქვეშ შედგება. ვენის კოლექტივის გამოსვლამდე მაყურებელს გაახურებს ქართული მუსიკალური პროექტი My Equinox Divine.

კონცერტის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ადგილზე, ასევე ვებ-გვერდზე biletebi.gе.

Nachtmahr – გერმანულიდან ითარგმნება როგორც „ღამის კოშმარი“. Nachtmahr-ის შექმნის მომენტისთვის ტომას რაინერმა მოიპოვა პოპულარობა ჯგუფებში L'Âme Immortelle და Siechtum-ში გამოსვლით. გარდა ამისა, ის მუდმივი დიჯეი იყო ვენაში ღამის კლუბში „პი“. ამ სამუშაომ შთააგონა ის სოლო პროექტის შექმნაზე.

Nachtmahr-ის პირველი ალბომი გახდა მინი-ალბომი Kunst Ist Krieg, რომელიც 2007 წელს გამოვიდა ლეიბლზე Trisol Music Group. ალბომის კომპოზიცია I Believe (In Blood) ამერიკული ტრილერის „ხერხი 4“ საუნდტრეკის ევროპულ ვერსიაში შევიდა.

საკუთარი მუსიკის სტილს რაინერი აღწერს როგორც „ამოვარდნილი რგოლი ინდასტრიალის უმოწყალო და პროვოკაციულ ძალასა და ტექნოს დამანგრეველ ძალას შორის“.