ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობა დაიწყეს

ოპოზიციონერი დეპუტატები ოზურგეთის რაიონის საკრებულოს შენობიდან პოლიციამ გამოაძევა.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ოზურგეთის რაიონის საკრებულოს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა მათი თანამებრძოლის ბესო ქათამაძის ცემაში დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ქათამაძემ ტვინის შერყევა მიიღო მას შემდეგ, რაც მას საკრებულოს ერთ-ერთ კაბინეტში სცემეს. ამასთან დაკავშირებით პოლიციამ დააკავა საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" ტარიელ აროშიძე, რომელიც სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროტესტი ჭიათურაში – სამმა ახალგაზრდამ პირი ამოიკერა

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოპოზიციონერები მოითხოვენ იმ კოლეგების სადეპუტატო მანდატების გაუქმებას, რომლებიც ქათამაძის ცემაში მონაწილეობდნენ.

მოშიმშილე დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის მიმღებიდან პოლიციის ძალით გამოაძევეს, თუმცა დეპუტატები შიმშილობის გაგრძელებას აპირებენ.

ვითარება ოზურგეთში კვლავ დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც შენობაში შესასვლელს იცავს.

საკრებულოს შენობასთან ორივე პარტიის მომხრეები არიან შეკრებილი.