გვარამია: მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ეს უნდა დავმალო, რა აზრი აქვს ამის დამალვას

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის შესახებ საუბრობს.
Sputnik

„მე არ ვარ ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალის წევრი, მაგრამ ვარ მათი მხარდამჭერი. მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ეს უნდა დავმალო. მყავს კოლეგები, სხვა ტელევიზიის დირექტორები, რომლებიც ამას მალავენ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ეს არხები. არ მესმის, რა აზრი აქვს ამის დამალვას“, – ამბობს ტელეკომპანიის დირექტორი.

ნიკა გვარამიას განცხადებით, არ არსებობს ობიექტური არხები, ნებისმიერი არხი არის სუბიექტური.