ვეფხია გიორგაძე: მარტო მთავრობის ოპტიმიზაცია საკმარისი არ არის

მთვარობის ოპტიმიზაციასთან ერთად ბიუროკრატიის და ხარჯების შემცირებაც უნდა მოხდეს, მიაჩნია ეკონომისტ ვეფხია გიორგაძეს.
Sputnik

„14 სამინისტროს თუნდაც 7-მდე დაყვანა არაფერს შეცვლის, თუ ბიუროკრატია არ შემცირდა. განვითარებულ ქვეყნებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ჩვენზე დიდ სახელმწიფოებში ჩვენზე პატარა სამინისტროები ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობენ", — აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ "Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა შემცირდება. ცვლილებები შეეხება 6 სამინისტროს, მათი რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.