ბელგიის ნაკრებმა პანამის გუნდი გაანადგურა

პანამის მოთამაშეებმა პირველ ტაიმს გაუძლეს, მაგრამ მეორეში ძალები არ ეყოთ
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik.ბელგიის ნაკრებმა პანამის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში G ჯგუფის მატჩში პანამის გუნდს ანგარიშით 3:0 მოუგო.

დუბლი გააფორმა რომელუ ლუკაკუმ (69-ე და 75-ე წუთებზე), აგრეთვე გოლი დრის მერტენსმა გაიტანა (47).

Футбол. ЧМ-2018. Матч Бельгия - Панама. Дрис Мертенс и Ромелу Лукаку (Бельгия) радуются забитому голу

G ჯგუფში ბელგიელთა და პანამელთა მეტოქეები — ტუნისის და ინგლისის ნაკრებები ერთმანეთს ვოლგოგრადში უფრო გვიან შეხვდებიან.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო >>

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.