თბილისის მერი ახალი პარკების მოწყობას იწყებს

თბილისში ახალი პარკების გაშენება და არსებულების აღდგენა იწყება
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. უახლოეს მომავალში თბილისის მერია დედაქალაქში ორ ახალ პარკს მოაწყობს.

ე.წ. დიღმის ჭალებსა და თემქის ხევში პარკის მოსაწყობად მერია სპეციალურ კვლევას ჩაატარებს.

„თბილისში უახლოეს მომავალში, ორი ახალი პარკი გაშენდება. ამ მიზნით, კვლევას ვიწყებთ. კონკრეტულად, ეს არის ე.წ. დიღმის ჭალების ტერიტორია, სადაც ვფიქრობთ, რომ ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდება, მათ შორის, მტკვართან სიახლოვის არსებობის მხრივ“, — ციტირებს თბილისის მერს კახა კალაძეს ქალაქის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

კახა კალაძე დანაპირებს ასრულებს: გლდანში ახალი პარკი გაჩნდება

მერის განცხადებით, მეორე ტერიტორია კი, ე.წ. თემქის ხევია, რომლის გარშემო დაახლოებით, 80 000 მოსახლე ცხოვრობს. კალაძემ აღნიშნა, რომ ხევი ახლოს არის თბილისის ზღვასთან და სარეკრეაციო სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. 

აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, თბილისის მერია შესაბამისი კვლევის მომზადებაზე მუშაობას იწყებს, მათ შორის, თემქის ხევში მდინარის მონაკვეთის გახსნის პოტენციალის მიმართულებით. მგონია, რომ თემქის ხევი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც შეგვიძლია, ეს პროექტი განვახორციელოთ.

„აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, თბილისის მერია შესაბამისი კვლევის მომზადებაზე მუშაობას იწყებს, მათ შორის, თემქის ხევში მდინარის მონაკვეთის გახსნის პოტენციალის მიმართულებით. მგონია, რომ თემქის ხევი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც შეგვიძლია, ეს პროექტი განვახორციელოთ“, — ხაზგასმით აღნიშნა კალაძემ.

12 დიდი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების მომზადება კახა კალაძემ თავის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა.

სკვერები ავტოფარეხების ნაცვლად: კალაძის ახალი ინიციატივა >>

„არსებული საქალაქო პარკების მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. შესაბამისად, რომ წელს უკვე პროექტები მომზადდეს და მომავალ წელს, 12-ვე დიდი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პარკების კულტურა დავაბრუნოთ და ადამიანებს შევუქმნათ ისეთი კომფორტი, რომ პარკებში შესვლა სასიამოვნო იყოს“, — აღნიშნა კალაძემ.

ბიტაძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს იგეგმება რეაბილიტაცია ორი დიდი პარკის — ე.წ. წურწუმიას პარკის და გოძიაშვილის სახელობის ე.წ. წითელი პარკის.