ბათუმის ცენტრში ტბის დაბინძურებულ წყალში თევზები დაიხოცნენ

Sputnik

ბათუმის ცენტრში მშენებლობის შედეგად ნურის ტბის დაბინძურებულ წყალში თევზები დაიხოცნენ. სავარაუდოდ, დაბინძურების მიზეზი მშენებლობიდან ტბაში ჩამდინარე წყალი გახდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოკადრები ადგილიდან.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო კომპანია უკვე დაჯარიმებულია ტბის წყლის დაბინძურებისათვის. სიტუაციას სპეციალისტები სწავლობენ.