მსოფლიო-2018: სერბეთის ნაკრები კოსტა-რიკას გუნდზე ძლიერი აღმოჩნდა

საღამოს ერთმანეთს კოსტა-რიკას და სერბეთის მეტოქეები - ბრაზილია და შვეიცარია ხვდებიან
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. სერბეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში Е ჯგუფის მატჩში კოსტა-რიკას გუნდს ანგარიშით 1:0 მოუგო.

ერთადერთი გოლი საჯარიმოდან ალექსანდრ კოლაროვმა გაიტანა.

Футбол. ЧМ-2018. Матч Коста-Рика - Сербия. Александар Коларов (Сербия) радуется забитому голу

კვირას დონის როსტოვში გაიმართება ჯგუფის სხვა მატჩი —ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო >>

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.