პირველი სენსაცია: მექსიკამ გერმანიას მოუგო

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი ტიტულების დაცვა დაიწყეს
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. მექსიკის ნაკრებმა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, გერმანიის ნაკრებს ანგარიშით 1:0 მოუგო.

Слева направо: Хесус Гальярдо (Мексика), Йозуа Киммих (Германия), Рауль Хименес (Мексика) и Томас Мюллер (Германия)

F ჯგუფის შეხვედრა, რომელიც კვირას მოსკოვში სტადიონ „ლუჟნიკებზე“ ჩატარდა, 1:0 მექსიკელების სასარგებლოდ დასრულდა. ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე ირვინგ ლოსანომ გაიტანა.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო >>

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.