თბილისი, 16 ივნისი — Sputnik.არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში D ჯგუფის მატჩში ისლანდიის გუნდს ვერ აჯობა.
შეხვედრა, რომელიც მოსკოვის ტუშინოში „სპარტაკის“ სტადიონზე შედგა, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
არგენტინელებთან მე-19 წუთზე თავი სერჰიო აგუერომ გამოიჩინა. საპასუხო გოლი 23-ე წუთზე ისლანდიელების თავდამსხმელმა ალფრედ ფინბოგასონმა გაიტანა. 64-ე წუთზე არგენტინელთა ლიდერმა ლიონელ მესიმ პენალტი ვერ გაიტანა და ტურნირზე პირველი მოთამაშე გახდა, რომელსაც მსგავსი წარუმატებლობა გადახდა.
Вратарь Ханнес Халльдоурссон (Исландия) в матче группового этапа чемпионата мира по футболу FIFA-2018 между сборными Аргентины и Исландии
© photo: Sputnik / Vitaly Belousov
/ მომდევნო მატჩში 21 ივნისს არგენტინის ნაკრები ნიჟნი ნოვგოროდში ხორვატიის გუნდს შეხვდება, ხოლო ისლანდიის ნაკრები 22 ივნისს ვოლგოგრადში ნიგერიის გუნდს დაუპირისპირდება.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.
მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.