უამინდობა საქართველოში - გადაკეტილი გზები და დატბორილი ქუჩები

საქართველოში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე რეგიონში პრობლემები შეიქმნა.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე უამინდობის გამო პრობლემებია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვარდნილმა ნიაღვარმა გზის სავალ ნაწილზე ქვა-ღორღი ჩამოტანა. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 

ბახმაროში მამაკაცს მეხი დაეცა

შსს-ს ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილის ჩაკეტვის გამო, კახეთის მიმართულებით გადაადგილება თბილისი-ბაკურციხე-თელავის მაგისტრალით იყო შესაძლებელი.

გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ძლიერი ქარისა და სეტყვის გამო შეიზღუდა. ამჟამად გომბორის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

წვიმის გამო პრობლემები შეიქმნა რუსთავშიც. კერძოდ რუსთავის მერვე მიკრორაიონში იაღლუჯის მთიდან ჩამოსულმა წყლის ნაკადმა ქუჩა დატბორა.

ძლიერი ქარი და სეტყვა კახეთში — გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა >>

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, ქუჩაზე ფეხით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.