საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთ ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ გამგზავრება

ახალი რეგულაცია 2018 წლის 15 ივნისიდან შევიდა ძალაში.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს მონტენეგროს ტერიტორიაზე შესვლა ამიერიდან ვიზის გარეშე შეუძლიათ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მონტენეგრო ნატოში ფორმალურად ივნისში გაწევრიანდება

მონტენეგროს სავიზო პროცედურების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილება დღეს, 15 ივნისს შევიდა ძალაში.

„უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მონტენეგროს ტერიტორიაზე და ქვეყანაში გაატარონ 90 დღე 180-დღიან პერიოდში", — ნათქვამია განცხადებაში.

ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მონტენეგროში მიემგზავრებოდა, შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ.) ესაჭიროებოდა.

საქართველოსა და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წლის 29 ოქტომბერს დამყარდა.

შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით საქართველო 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და საერთო ჯამში 90 დღით გაჩერება შეუძლიათ ვიზის გარეშე.