გურიაში დღეს საკურორტო სეზონი ოფიციალურად იხსნება

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები დაესწრებიან.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დღეს დაბა ურეკსა და შეკვეთილში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კერძოდ, შეკვეთილში გაიხსნება ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“, ურეკის კულტურის სახლში მოეწყობა საბავშვო სტუდია „არტ ჯუნიორის“ კონცერტი – „ჩვენ 5 წლის ვართ”. 

ძველი ბათუმის ეზოები ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდება

პარკში „საქართველო მინიატურებში“, სადაც მინიატურების სახით წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი გაიმართება.

შეკვეთილში მდებარეობს ასევე საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena, სადაც ყოველწლიურად ტარდება მასშტაბური კონცერტები.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურისა და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების” ორგანიზებით ტარდება.