ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტის ნაკრებს მინიმალური სხვაობით მოუგო

პირველი ტურის შემდეგ A ჯგუფში რუსეთის ნაკრები ლიდერობს.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik.ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში ეგვიპტის გუნდს მოუგო ანგარიშით 1:0.

სამხრეთამერიკელებმა გაიმარჯვეს ხოსე მარია ხიმენესის გოლის ხარჯზე, რომელიც შეხვედრის ბოლოს გავიდა. შეხვედრა პარასკევს ეკატერინბურგში გაიმართა.

ხუთშაბათს, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის დღეს რუსეთის ნაკრებმა საუდის არაბეთის ნაკრებს მოუგო ანგარიშით 5:0.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო >>

მომდევნო მატჩში 19 ივნისს რუსეთის ნაკრები ეგვიპტეს შეხვდება, ხოლო საუდის არაბეთის ნაკრები 20 ივნისს დონის როსტოვში ურუგვაის გუნდს დაუპირისპირდება.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.