ვინ იქნება ახალ მთავრობაში

მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილი ძალიან მალე იქნება, განუცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.
Sputnik

„ამ შემადგენლობაშიც განვიხილავთ მოქმედ მთავრობის წევრებს, ასევე იქნებიან წარმოდგენილები ახალი წევრებიც. თუმცა, კონკრეტულად ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას, ახალი სახეები ახალი კანდიდატურები – ამას საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გუშინ გადადგა. ამას მთავრობა მთლიანი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტა მოჰყვა.