ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, კორპუსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას ელექტრო–შედუღებითი სამუშაოები გახდა
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ქუთაისში ხუთსართულიანი კორპუსის სახურავს ხანძარი გაუჩნდა, იუწყება ტელეარხი Imedi

თბილისში ერთ საღამოს ორი ხანძარი გაჩნდა

შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს, საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე ათამდე სახანძრო–სამაშველო და „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადები იყო მობილიზებული. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, კორპუსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას ელექტრო–შედუღებითი სამუშაოები გახდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.