რა უნდა გაკეთდეს, რათა თბილისში 13 ივნისის ტრაგედია არ განმეორდეს

თბილისის მერიას საკუთარი მაშველთა ბრიგადა უნდა ჰყავდეს, მიაჩნია მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარეს ნინო ჩხობაძეს.
Sputnik

„მეტსაც გეტყვით, თბილისში გარემოსდაცვით სამსახური რომ შეიქმნას, იქ მარტო ტრანსპორტი კი არ უნდა იყოს შეტანილი, არამედ უნდა არსებობდეს თუნდაც ერთი ადამიანი, პროფესიით გეოლოგი, რომელმაც იცის რა მდგომარეობაშია ქალაქში მოძრავი მეწყერები“, — განაცხადა ნინო ჩხობაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

ნინო ჩხობაძის თქმით, ასევე დედაქალაქში აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს სანიაღვრე სისტემები.