საზარელი შემთხვევა ბათუმში: ოჯახის ახლობელმა 4 წლის ბავშვი მოკლა

ამჟამად დაღუპულის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ბათუმში ოთხი წლის გოგონას მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა ხუთშაბათს აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარე დასახლებაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ქალმა ცემით მოკლა. იგი ოჯახის ახლობელია.

როგორც მოკლული ბავშვი, ისე ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ამჟამად დაღუპულის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში), რაც ითვალისწინებს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.