კაკულია: ივანიშვილი დაასუფთავებს მთავრობას, თორემ ქვეყანაში ვერ გაჩერდება

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საუბრობდა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასა და მთავრობაში ახალი სახეების გამოჩენაზე.
Sputnik

„ივანიშვილი ასუფთავებს მთავრობას და სწორიც არის. ხალხისთვის და საქართველოს სიკეთისთვის მოდიან ახალი სახეები. ივანიშვილი დაეხმარება მათ, რათა შექმნას სუფთა ატმოსფერო პოლიტიკაში“, — ამბობს კაკულია.

ლელა კაკულია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი ყველანაირად შეუწყობს ხელს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასა და ხელისუფლების „დასუფთავებას“, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ვეღარ იცხოვრებს  საქართველოში, რაც მას კარგად აქვს გაცნობიერებული.