რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო

რუსეთმა გააკეთა ყველაფერი, რათა ფეხბურთის გულშემატკივრები სადღესასწაულო ატმოსფეროთი დამუხტულიყვნენ
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik.  მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ რუსეთისა და საუდის არაბეთის გუნდებს შორის მატჩით 21–ე მსოფლიო ჩემპიონატმა ფეხბურთში სტარტი აიღო. 

რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დღეს იწყება

გახსნის ცერემონიაზე, რომელიც მატჩს წინ უსწრებდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანა სრული  პასუხისმგებლობით ემზადებოდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გულშემატკივრები ზეიმის ატმოსფეროთი დამუხტულიყვნენ.

 „ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვემზადებოდით ამ გრანდიოზული ღონისძიების გასამართად და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გულშემატკივრები, სპორტსმენები, სპეციალისტები მთლიანად დამუხტულიყვნენ ფეხბურთის შესანიშნავი ზეიმით და რა თქმა უნდა, სიამოვნება მიეღოთ რუსეთში – ღია, სტუმართმოყვარე და მეგობრულ ქვეყანაში  ჩამოსვლით. აქ ახალი მეგობრები, ახალი თანამოაზრეები შეიძინეთ“, – განაცხადა პუტინმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე. 

 

 ამ დროისთვის, მატჩის პირველი ტაიმის 30 წუთზე რუსეთი ანგარიშით 1:0 მოწინააღმდეგეს ამარცხებს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში გაიმართება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.