კოუტინიოს დაბადების დღე: უმი კვერცხები, ფქვილი და წყალი იუბილარის თავზე

Sputnik

ბრაზილიის ფეხბურთის ნაკრების წევრებმა ასეთი უჩვეულო მეთოდით მიულოცეს დაბადების დღე თანაგუნდელ ფილიპე კოუტინიოს. იხილეთ უცნაური მილოცვის ამსახველი კადრები.

გაზონზე ჩამომჯდარ კოუტინიოს არც უმი კვერცხების თავზე მტვრევა დააკლეს, არც ფქვილის მოყრა და არც ზემოდან წყლის დასხმა — ასე მიულოცეს მას იუბილე მეგობრებმა.