დათვის სამი პატარა ბელი თბილისის ახალი ზოოპარკის დროებითი ბინადარია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, როგორ თამაშობენ საყვარელი დათუნიები.
სამივე ბიჭია და სახელად კოპალა, გარინჩა და ჩოფიკა ჰქვიათ. თბილისში ორი თვის წინ ჩამოიყვანეს — ერთი ლეჩხუმიდან, მეორე ცაგერიდან და მესამე — ყაზბეგიდან.
სამივეს მდგომარეობა ცუდი იყო, თუმცა განსაკუთრებით მძიმე დღეში გარინჩა გახლდათ — თათი ტკიოდა და ძალიან კოჭლობდა.
ბელებს მოუარეს, უმკურნალეს და ფეხზე დააყენეს. ჯერჯერობით ისევ ზოოპარკში ცხოვრობენ და რძით იკვებებიან. როგორც კი 9-9 თვისანი გახდებიან, ისევ ტყეში, ბუნებრივ გარემოში დააბრუნებენ.