მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას სამი ათეული წელია ინტენსიურად რეფორმირებად სფეროებს შორის ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია, დღევანდელ დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ მოხსნილი არ არის საკითხი ამ სისტემაში თანამედროვე გამოწვევებისა და მოთხოვნების შესაბამისი რეფორმების გატარების აუცილებლობის შესახებ.
ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა — სამართლიანობის აღდგენაა. ამიტომაც იზრდება კვალიფიციური და პასუხისმგებლობის მქონე კადრების როლი არა მარტო სასამართლო, არამედ სამართალდამცავ სისტემაში, კერძოდ, საგამოძიებო ორგანოებში.
მრგვალი მაგიდის წევრები:
— ვენედი ბენიძე (სამართლის დოქტორი, პროფესორი);
— თემურ მონიავა (სამართლის დოქტორი);
— გიორგი ქოიავა (სამართლის დოქტორი, ადვოკატი)
მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
"Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com