მამუკა ყირიმელი: წუხანდელი უამინდობისას ყველა სამაშველო სამსახური იყო ჩართული

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა ყირიმელი "Sputnik–საქართველოს" მკითხველისთვის საუბრობს დედაქალაქში წუხანდელი უამინდობისას ჩატარებულ სამაშველო სამუშაოებზე.
Sputnik

„ყველაზე მეტი შეტყობინება გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან დაფიქსირდა. ჩართული იყო თბილისის ყველა სახანძრო-სამაშველო სამსახური, 300-ზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა", — განაცხადა მამუკა ყირიმელმა.

ყირიმელის განმარტებით, ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია და მხოლოდ რამდენიმე მისამართია, სადაც სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.