დედა კატა და პატარა ფოცხვერი

Sputnik

პრიმორსკის მხარეში მდედრი კატა სახელად მონიკა ფოცხვერის ბოკვერს ზრდის.

პატარა ფოცხვერის ბიოლოგიურ დედას — ევროპულ ფოცხვერ არიშას მძიმე მშობიარობა ჰქონდა და შვილის გამოკვება ვერ შეძლო. საბედნიეროდ, ზოოპარკში იმავე დროს კნუტები დაყარა კატა მონიკამ. სწორედ მან აიღო თავის თავზე ახალდაბადებული ფოცხვერის კნუტის აღზრდა. როგორც კი ზოოპარკის თანამშრომლებმა ახალდაბადებული ფოცხვერი მიუყვანეს, მან იგი მაშინვე მიიღო.

1 / 8
უსურიისკის ზოოპარკში 8 მაისს პატარა ფოცხვერი დაიბადა
2 / 8
დედამ - 6 წლის არიშამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო თავის პირმშოზე ზრუნვა
3 / 8
ზოოპარკის თანამშრომლებმა პატარა ფოცხვერი შოტლანდიური ჯიშის კატას მონიკას მიაბარეს, რომელსაც ასევე ახლახან გაუჩნდა კნუტები
4 / 8
დღეს პატარა ძუ ფოცხვერი თავისი ხვადი კნუტების გვერდით იზრდება და ვითარდება
5 / 8
მონიკამ მაშინვე მიიღო ახალი აღსაზრდელი და ისევე უვლის მათ, როგორც თავის კნუტებს
6 / 8
პატარა ფოცხვერისათვის სახელი ჯერ არ დაურქმევიათ, ზოოპარკი აპირებს ამისათვის კონკურსი გამოაცხადოს
7 / 8
მონიკას ნაშვილები ქალიშვილი მის საკუტარ შვილებს უკვე ბევრად აღემატება ზომაში, მაგრამ დედა ისევე უვლის მას, როგორც დანარჩენებს
8 / 8
როგორც კი კატას რძე შემოაკლდება, პატარა ფოცხვერს ბოთლიდან გამოკვებავენ